ამოიღეთ ხმა, მინდა მჯეროდეს, ბიძინაზე უფრო გიყვართ ქვეყანა - სალომე სამადაშვილი
ამოიღეთ ხმა, მინდა მჯეროდეს, ბიძინაზე უფრო გიყვართ ქვეყანა - სალომე სამადაშვილი

A+ A-

10:43 23/11/2020

მიამიტურია, ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობაში ჩაწერილმა ადამიანმა, იცოდეს, რას უქადის ამ ქვეყანას ერთპარტიული პარლამენტი. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძაობის“ ერთ- ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი წერს.

მისივე თქმით, არ ახსოვს, ივანიშვილის რომელიმე მხარდამჭერს რამე ეთქვას უკანონო ჩაწერა-მიყურადებებზე.

„საინტერესოა, ის ადამიანები, მათ შორის, ჩემი რამდენიმე ნაცნობი, ზოგი ბავშვობის, ერთად რომ გავიკვალეთ გზა, ფაქტიურად, პირველებმა, დასავლეთში სასწავლებლად, ყოფილი კოლეგები, ხალხი, ვინც ზუსტად ვიცი, რომ თეორიულად ჩემზე უკეთ ხვდება, რას უქადის ამ ქვეყანას ერთპარტიული პარლამენტი, რას ფიქრობენ? თანახმა არიან ერთპარტიულ პარლამენტზე?

მესმის, რომ მიამიტურად ჟღერს, ბიძინას უმრავლესობაში 2020-ში ჩაწერილ ადამიანს საკუთარი აზრის დაფიქსირება მოსთხოვო. არ მახსოვს, რომელიმე თქვენთაგას რამე ეთქვა, უკანონო ჩაწერა-მიყურადებებზე, ახლა, აი ახლა, რომ ხდება. მაგრამ ერთი რჩევა-ამ ჯერზე, ისეთ უბედურებაში გხვევთ ეს კაცი, ხმა ამოიღეთ, სანამ შანსია, ან იცოდეთ, რომ თქვენც ხელს აწერთ, ყველაფერს, რაც ერთპარტიული პარლამენტის შეკრების მცდელობას მოსდევს თან, ამ ქვეყნისთვის, რომელიც, მე მაინც მინდა მჯეროდეს, ბიძინაზე უფრო გიყვართ“, - წერს სამადაშვილი.

შეგახსენებთ, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღო.