დიდთოვლობის გამო, ბახმაროში 200-მდე ადამიანი ჩარჩა
დიდთოვლობის გამო, ბახმაროში 200-მდე ადამიანი ჩარჩა

A+ A-

14:49 23/11/2020

დიდთოვლობის გამო, ბახმაროში 200-მდე ადამიანი ჩარჩა და მათ გამოსაყვანად გზის გაწმინდის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა აცხადებს, რომ გაფრთხილების მიუხედავად, მოქალაქეები ბახმაროში არაშესაბამისი ავტოსატრანსპოროტო საშუალებებით ავიდნენ.

„გუშინ და გუშინწინ ბახმაროში ავიდნენ ჯგუფები არაშესაბამისი ავტოსატრანსპოროტო საშუალებებით. მიუხედავად გაფრთხილებისა და გზაზე შესაბამისი ტრაფარეტებისა, ისინი მაინც ავიდნენ ბახმაროში. საუბარია დაახლოებით 150-200 ადამიანზე. ახლა ვაწარმოებთ საწვავის შეტანას. გზა მალე გაიწმინდება და მოხდება ამ ადამიანების გამოყვანა“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა.