ოპოზიციის ბოიკოტს დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს - უილიამ კორტნი
ოპოზიციის ბოიკოტს დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს - უილიამ კორტნი

A+ A-

15:09 23/11/2020

ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირებას დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერა არ აქვს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნერი "ტვიტერში" წერს. 

კორტნის განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ იყო იმდენად გაყალბებული, რომ ბათილად გამოცხადდეს.

„დასავლეთმა ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული არჩევნები იმდენად უკანონოდ ჩათვალა, რომ ხელახალი არჩევნების გამართვაა საჭირო. თუმცა, საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო იმდენად გაყალბებული, რომ ბათილად გამოცხადდეს. ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტს დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს“, - წერს კორტნი. 

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა.