"ქართულმა ოცნებამ" უცხოელი ექიმები "ნაცებად" მონათლა, სამაგიეროდ, არჩევნებში 120 პროცენტი დაიწერა"
"ქართულმა ოცნებამ" უცხოელი ექიმები "ნაცებად" მონათლა, სამაგიეროდ, არჩევნებში 120 პროცენტი დაიწერა"

A+ A-

15:34 23/11/2020

პანდემიის მძინვარების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ უცხოელი ექიმები „ნაცებად“ მონათლა და მათი ჩამოყვანის, გამოცდილებას გაიზიარების, ახალი საავადმყოფოების აშენების ნაცვალად, მთელი დრო ოპოზიციასთან პოლიტიკურ კინკლაობაში გაატარა. ამის შესახებ ილის სახელმწიფოს უნივერსიტეტის პროფესორი გოგი გვახარია წერს.

მეტიც, მისივე აზრით, მეორე ტალღისთვის მომზადების ნაცვლად, „ ქართულ ოცნებაში“ იმღერეს, იტრაბახეს, არჩევნებში 120 პროცენტი ჩაიწერეს და ახალ განკარგულებებს ელიან.

„ამდენი ხნის მანძილზე საავადმყოფოს ააშენებდნენ. გათბობას გაიყვანდნენ. ექიმებს მივლინებაში საზღვარგარეთ გაუშვებდნენ, უცხოელ ექიმებს მოიწვევდნენ და გამოცდილებას გაიზიარებდნენ. ამათ ეგ უცხოელი ექიმები, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ დირექტორს მათსავით არ უმღერიან ოდას, მოიძულეს და "ნაცებად" გამოაცხადეს.

მთელი ეს დრო ოპოზიციასთან პოლიტიკურ კინკლაობაში გაატარეს. იტრაბახეს. იმუშკეტერეს.

"ჩემი საქართველო აქ არის" იმღერეს, 120 პროცენტი ჩაიწერეს და ახლაც თავიანთი კარაბას ბარაბასის ახალ განკარგულებებს ელიან აქვე დავუმატებ. ცხადია, იმაზე უნდა წეროთ, რაც გაღელვებთ, მაგრამ ამ სიტუაციაში თქვენი მოგონილი და, რაც მთავარია, გაუთავებელი დისკუსიები, თქვენი ჟივილ-ხივილი, ერთმანეთის ეგოს ფხანა, მორალური უპირატესობის დემონსტრირება "მოგზაურთა კლუბის" მეოცნებეებზე და "პატრიოტთა ბანაკის" ახალგაზრდა ნაცისტებზე გულისრევის გარდა სხვას არაფერს იწვევს.

ყველას ჩაქოლავთ კარაბას ბარაბასის გარდა. მაინც მადლობელი ხართ მისი ხო? მიშა მოგაშორათ“, - წერს გვახარია.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 108 690-ს. ხოლო კლინიკებში, კორონვირუსით ინფიცირებულთა მისაღებად ადგილები არ არის.