შეუძლიათ, ჩვენთანაც მოვიდნენ - მეუფე იაკობი ოპოზიცია-ხელისუფლებას მოლაპარაკებების ახალ მაგიდას სთავაზობს
შეუძლიათ, ჩვენთანაც მოვიდნენ - მეუფე იაკობი ოპოზიცია-ხელისუფლებას მოლაპარაკებების ახალ მაგიდას სთავაზობს

A+ A-

15:21 24/11/2020

ბოდბის მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ოპოზიციასა და ხელისუფლებას მოლაპარაკებების ახალ პლატფორმას - ეკლესიას სთავაზობს. 

როგორც მეუფემ განაცხადა, თუკი მხარეებს შორის უცხოელ ფასილიტატორებთან მისვლა არ  არის საკმარისი, მაშინ ოპოზიცია-ხელისუფლებას სასულიერო პირებთან მისვლა შეუძლიათ.

მისივე თქმით, არჩევნებმა უნდა გააერთიანოს საზოგადოება და არა პირიქით.

„ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება. ხომ ხედავენ, რომ არ ჩავრეულვართ არც ერთ მხარეს ამ არჩევნებზე. ღმერთმა ყველა დალოცოს და შევთხოვ უფალს, გონიერმა გულმა გაიმარჯვოს ქართველებში. შევხედოთ ირგვლივ რა სიტუაციაა, საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ვიძახოთ, კარგი გვინდა ქვეყნისთვისო, მაინც მტრის წისქვილზე დავასხამთ წყალს. ჩიხური მდგომარეობა, ძალით თუ არ შედიხარ ჩიხში, არ არსებობს. რაღაც გამოსავალი უნდა ვნახოთ. მანამდეც ვამბობდი, რომ რთული იქნებოდა. პირდაპირ ჩანდა საითაც მივდიოდით. ჩვენ ამას შევწირეთ ყველაფერი, ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირა, რომ ჩატარებულიყო არჩევნები. იცით, რომ არჩევნების მერე კი არ გავრცელდა, მანამდეც საკმაოდ გავრცელდა იმიტომ, რომ სხვადასხვა რეგიონში დადიოდნენ. კარგად გადახედეთ, მაშინ იმატებდა დასნებოვნებულების რიცხვი. ახლაც ხედავთ რა პროცესებია და რაც არ უნდა შეზღუდო, არაფერი გვეშველება, ღმერთმა თუ არ გვიშველა. ადრეც გაგვაფრთხილეს რამდენი კაცი იყო გარდაცვლილი, წესიერად რომ მოვქცეულიყავით ამდენი მსხვერპლი არ გვექნებოდა. დამნაშავეები ვართ, ეს რომ ხდება“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.