დიქტატურის შექმნას თუ აპირებ, ჯერ ხალხს ვინმე ძალიან უნდა შეაძულო - გელა ჩარკვიანი
დიქტატურის შექმნას თუ აპირებ, ჯერ ხალხს ვინმე ძალიან უნდა შეაძულო - გელა ჩარკვიანი

A+ A-

16:10 24/11/2020

დიქტატურის შექმნას თუ აპირებ, ჯერ ხალხს ვინმე ძალიან უნდა შეაძულო. ამის შესახებ პუბლიცისტი და ყოფილი დიპლომატი გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩარკვიანი აღნიშნავს, დიქტატურის შექმნასა და შენარჩუნებას ესაჭიროება ნამდვილად არსებული, ან წარმოსახვითი მტერი, რადგან ის სიძულვილით საზრდოობს.

„დემოკრატიისაგან განსხვავებით, დიქტატურის შექმნას და შენარჩუნებას აუცილებლად ესაჭიროება ნამდვილად არსებული ან წარმოსახვითი მტერი. ის ყოველთვის ვიღაცის წინააღმდეგ იქმნება და ამ სიძულვილით საზრდოობს. ასეთი იყო საბჭოთა კავშირი თავისი ანტიდასავლურობითა და ანტიკაპიტალიზმით და ჰიტლერიზმი კაცთმოძულეობითა და ანტისემიტიზმით. ვენესუელის ჩავესის მცდელობებიც კი ანტიამერიკანიზმს ეფუძნება. თვალს კარგად თუ გავახელთ, გარშემო ბევრ სხვა მაგალითსაც დავინახავთ. მოკლედ, თუ აპირებ შეჰქმნა დიქტატურა, ჯერ ხალხს ვინმე ძალიან უნდა შეაძულო“, - წერს ჩარკვიანი.