"ლანჩხუთის" მეტოქე ორმატჩიან დუელში შვედური "როსენგარდი" იქნება
"ლანჩხუთის" მეტოქე ორმატჩიან დუელში შვედური "როსენგარდი" იქნება

A+ A-

17:29 24/11/2020

ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" მეტოქე ორმატჩიან დუელში შვედური "როსენგარდი" იქნება.

პირველი მატჩი 8 დეკემბერს გაიმართება, ხოლო მეორე დაპირისპირება 15 დეკემბერსაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ,ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა კლუბი ჩემმპიონთა ლიგაზე გავიდა.

უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალზე მათ რუმინეთის ოლიმპია კლუჟი 1-0 დაამარცხეს. ამ შედეგით ისინი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ.

"ისტორია დაიწერა. ლანჩხუთი - პირველი ქართული საფეხბურთო კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს", - აცხადებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.