ფრანგი ბიატლონისტი მარტენ ფურკადი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა
ფრანგი ბიატლონისტი მარტენ ფურკადი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

A+ A-

17:33 24/11/2020

ლეგენდარული ფრანგი ბიატლონისტი მარტენ ფურკადი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. კერძოდ, გამოარჩიეს ფურკადის სამი რეკორდი: ყველაზე მეტი გამარჯვება მსოფლიოს თასის პირად ჩათვლაში - შვიდი;

ყველაზე გრძელი მოგებების სერია მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლაში - შვიდი; ყველაზე მეტი მოგებული „ბროლის გლობუსი“ - 33 (შვიდი „დიდი“ და 26 „მცირე“).

32 წლის მარტენ ფურკადმა კარიერა გასული სეზონის შემდეგ დაასრულა. ის ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონია, აგრეთვე, 13-ჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი.

"1TV.GE"