კლინიკებში წვანან ისეთები, რომლებსაც ამის აუცილებლობა არ აქვთ, სჯობს, კოვიდსასტუმროებში მოგათავსონ - ექიმი
კლინიკებში წვანან ისეთები, რომლებსაც ამის აუცილებლობა არ აქვთ, სჯობს, კოვიდსასტუმროებში მოგათავსონ - ექიმი

A+ A-

18:14 24/11/2020

კლინიკაში, 4-5 კაციან პალატაში კოვიდპაციენტის მოთავსებას, სჯობს, მსუბუქი პაციენტები კომფორტულ კოვიდსასასტუმროებში მოათავსონ, რადგან ყველას სასტუმროს თავისი ექიმი ჰყავს, მეტიც, სასტუმროების უმრავლესობაში დამატებით 200 ცალი კონცენტრატორი შეიტანეს, რის შედეგადაც, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტისთვის ჟანგბადის მიწოდების პრობლემა აღარ იქნება. ამის შესახებ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკაში დაწოლა, სოციალური ფენის, თითქოს, რაღაც ნიშანივით გახდა - „მე მაქვს საშუალება კლინიკაში დაწოლის“, რაც ასეთი გაჭირვების დროს, არასწორი მიდგომაა.

"ალბათ, რომ გადაიხედოს, სულ ცოტა 30% ადამიანების, ისეთები წვანან კლინიკებში, რომლებსაც არანაირი აუცილებლობა არ აქვთ, რომ კლინიკებში მოთავსდნენ. კლინიკაში დაწოლა ლამის სოციალური ფენის რაღაც ნიშანივით გახდა, რომ მე მაქვს საშუალება კლინიკაში დაწოლის ასეთი გაჭირვების დროს. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება.

მე მინდა ვურჩიო ხალხს, 4-5 კაციან პალატაში წოლას, თუ ამის დიდი აუცილებლობა არ არის, არ ჯობია ერთ კაციანი, კომფორტული სასტუმროები, ყველას ჰყავს თავისი ექიმი, რომლებსაც კანტროლი ქვეშ ჰყავს პაციენტი და ამას გარდა, დამატებით 200 ცალი კონცენტრატორები შეიტანეს სასტუმროებში და სუნთქვის პრობლემაც არ იქნება, მკურნალობის პრობლემაც არ იქნება.

არც ერთი წამალი არ უნდა მიიღოს თუნდაც მსუბუქად დაავადებულმა პაციენტმა, ზოგადი ტელევიზორიდან ან გაზეთიდან მიღებული რჩევით.

ერთადერთი შემიძლია გითხრათ ესეთი რამ, თუ გაქვთ კოვიდი, ხართ სახლის პირობებში, გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები, იყიდეთ ბუშტები, გაბერეთ რამდენჯერმე ეს ბუშტი, წოლის დროს შეეცადეთ, რომ 15 წუთი, 4-ჯერ დღის განმავლობაში გულაღმა იწვეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის სუნთქვითი ვარჯიშები.

რაც შეეხება მედიკამენტებს, გეუბნებით, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ პირველი 4-5 დღის განმავლობაში ანტიბიოტიკები. ვირუსს ეს არაფერს არ აკლებს, მხოლოდ მეორე ტალღაზე, ისიც მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შესაძლოა სპეციფიკური ანტიბიოტიკის მიღება“ ,- განაცხადა გადელიამ.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 ადამიანი, 39 პაციენტი კი გარდაიცვალა.