უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგაში ორი ქართველი ბომბარდირია

უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბომბარდირთა შორის “ლანჩხუთისა” და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხატია ჭყონია სამი გატანილი გოლით მესამე ადგილზე იმყოფება.
ბომბარდირთა შორის პირველ-მეორე ადგილს ოთხ-ოთხი გატანილი გოლით, წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი ნათია ფანცულაია, სერბ ვიოლეტა სლოვიჩთან ინაწილებს.
ფანცულაია, უეფას ჩემპიონთა ლიგაში უკრაინული “ხარკოვის” გუნდს წარმოადგენს.