ქუთაისში კორონავირუსისგან 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა
ქუთაისში კორონავირუსისგან 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

A+ A-

13:08 26/11/2020

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში კორონავირუსისგან 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ავრცელებს. 

მიეივე თმით, საუკუნეს გადაცილებული ქალბატონი აქტიურია და კლინიკაში სხვა პაციენტების გამხნევებას ცდილობს. 

"ბებოს ხვალ ან ზეგ გავწერთ. საკმაოდ აქტიური ქალბატონია. ჩვენს კლინიკაში ამჟამად 62 კოვიდდადებითი პაციენტია. გვყავს როგორც საშუალო სირთულის, ისე მძიმე პაციენტები", - ამბობს მაგდა კოსტავა.

ქალბატონი კლინიკაში 20 ნოემბერს მოხვდა. მას ტემპერატურასთან ერთად ზოგადი სისუსტე და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. ტუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკას უახლოეს ორ დღეში დატოვებს.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 39 პაციენტი კი, გარდაიცვალა.