სამყარო მარადიული გენიოსს ემშვიდობება - ყველაზე ტიტულოვან ლეგენდას სპორტული სამყარო აცილებს
სამყარო მარადიული გენიოსს ემშვიდობება - ყველაზე ტიტულოვან ლეგენდას სპორტული სამყარო აცილებს

A+ A-

12:22 26/11/2020

"საუკუნის გოლისა" და "ღმერთის ხელის" გოლების ლეგენარულ შემოქმედს, დიეგო არმანდო მარადონას მსოფლიო ემშვიდობება. არგენტინაში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა.  

ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელს, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში თავისი სახელი უკვდავყო, მსოფლიოს  ფეხბურთელები ემოციურად აცილებენ და სოციალურ ქსელში მის გარდაცვალებას ეხმაურებიან. 

ერთ-ერთი პირველი ვინც არგენტინელი ლეგენდის გარდაცვალებას გამოეხმაურა, მისი მოწაფე და დღეს უკვე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი ლიონელ ანდრეს მესია. 

"ძალიან სევდიანი დღე ყველა არგენტინელისთვის და ფეხბურთისთვის. გვტოვებს მაგრამ არ გვტოვებს, რადგან დიეგო მარადიულია.

მე ვიღებ ყველა საყვარელ მომენტს მასთან ვცხოვრობდი და მინდოდა ვისარგებლო მის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმრის გაგზავნით. ნათელში იყოს შენი სული", - წერს მესი. 

ლეგენდად ქცეულ ფეხბურთელს კიდევ ერთი ლეგენდა - პელე ემშვიდობება. 

ემოციურ წერილში, ბრაზილიელი გამოთქვამს იმედს, რომ მარადონასთან ერთად კიდევ ერთხელ ითამაშებს - ზეცაში. 

,,მე ძვირფასი მეგობარი დავკარგე, მსოფლიომ კი ლეგენდა. იმედი მაქვს ერთ დღეს ფეხბურთს ერთად ვითამაშებთ ზეცაში", - წერს პელე.

არც მსოფლიო ფეხბურთის სხვა ტიტულოვანი სპორტსმენების ყურადღების მიღმა დარჩენილა მარადონას გარდაცვალება. 

"იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუც გამოეხმაურა. 

 „დღეს მეგობარს დავემშვიდობე და სამყარო მარადიულ გენიოსს ემშვიდობება. ერთ-ერთი საუკეთესო უბადლო ჯადოქარი. ძალიან მალე მიდის, მაგრამ ტოვებს უსაზღვრო მემკვიდრეობას და სიცარიელეს, რომელიც არასდროს შეივსება. ნათელში იყოს შენი სული. შენ არასდროს იქნები დავიწყებული“, - წერს რონალდუ.

საფეხბურთო კლუბს "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ლუის სუარესი აცხადებს, რომ მსოფლიო ფეხბურთმა დიდი ძალა დაკარგა. 

"დიდი ძალა ოჯახს და მსოფლიო ფეხბურთის საზოგადოებას. ნათელში იყოს შენი სული დიეგო არმანდო მარადონა“, - ლუის სუარესი.

ცნობისთვის, დიეგო არმანდო მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა. იგი არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი იყო. ბევრი ფეხბურთის ექსპერტი, ფეხბურთელი და გულშემატკივარი მიიჩნევს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. პელესთან ერთად მოიგო ფიფა-ს „საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის“ პრიზი. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი და გაიტანა 34 გოლი.

მარადონა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 2-ჯერ დაამყარა მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი. პირველად 1982 წელს, როდესაც „ბარსელონაში“ გადავიდა 5 მილიონ გირვანქა სტერლინგად; მეორედ 1984 წელს, როდესაც კატალონიური კლუბიდან იტალიურ „ნაპოლიში“ 6.9 მილიონ გირვანქა სტერლინგად. სათამაშო კარიერის განმავლობაში გამოდიოდა „არხენტინოს ჯუნიორსის“, „ბოკა ხუნიორსის“, „ბარსელონის“, „ნაპოლის“, „სევილიის“ და „ნიუელს ოლდ ბოისის“ მაისურით. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ნაპოლიში“ გატარებული პერიოდი, როდესაც არგენტინელმა მრავალი ტიტული მოიგო.

დიეგო მარადონამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ გათამაშებაში. 1986 წლის ჩემპიონატზე მისმა ნაკრებმა ჩემპიონობა მოიგო, რომლის ფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრებს სძლიეს (3–2). თავად მარადონა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამავე ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ინგლისთან შეხვედრისას (2–1) მარადონამ 2 ცნობილი გოლი გაიტანა: პირველი ფეხბურთელმა ხელით გაიტანა და ის „ღმერთის ხელის“ სახელითაა ცნობილი, ხოლე მეორე მის 60-მეტრიან გარღვევას მოჰყვა, რომლის გზაზე 5 მეტოქე ჩამოიშორა, — 2002 წლის ფიფას გამოკითხვის შედეგად ეს გოლი „საუკუნის გოლად“ გამოცხადდა.

დიეგო მარადონა სპორტის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ფიგურად მიიჩნევა. 1991 წელს, მას შემდეგ რაც იტალიაში კოკაინის მიღება დაუმტკიცდა, ფეხბურთიდან 15 თვით იქნა მოკვეთილი. ასევე მოკვეთეს 1994 წლის მუნდიალიდან, რაც სხვა ნარკოტიკული საშუალების, ეფედრინის, მიღებით იყო გამოწვეული. 2005 წელს დიეგომ დაძლია ნარკო-დამოკიდებულება.

სამწვრთნელო საქმიანობაში სერიოზული გამოცდილების არქონის მიუხედავად, 2008 წლის ნოემბერში დაინიშნა არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ეს თანამდებობდა 18 თვის განმავლობაში ეკავა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა.

ანა ქორჩილავა

სალომე კაპანაძე