28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება
28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება

A+ A-

14:33 26/11/2020

28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში, რუსთავში ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრემიერის თქმითვე, არ იზღუდება ტაქსითა და მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება. როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულია მეორე ტალღის მართვის გეგმა, რომელიც სხვადასხვა სახის წერტილოვან შეზღუდვას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირების 3 801 შემთხვევა გამოვლინდა. 3 200 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი.