რა ტიპის შეზღუდვები ამოქმედდება 28 ნოემბრიდან? - სრული ჩამონათვალი
რა ტიპის შეზღუდვები ამოქმედდება 28 ნოემბრიდან? - სრული ჩამონათვალი

A+ A-

14:57 26/11/2020

საქართველოს მთავრობის მეორე ტალღის გეგმის მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთელი ქვეყნის მაშტაბით, შეზღუდვები გამკაცრდება. ამის შესახებ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„2020NEWS“  წარმოგიდგენთ მთავრობის დაწესებული შეზღუდვების სრულ ჩამონათვალს:  

1.შეზღუდვები ამოქმედდება 28 ნოემბერიდან 31 იანვრის ჩათვლით:

2.ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა;

გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის - 6-7 იანვრის ღამე.

3.იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით.

4.მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის, ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა.

5.რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.

6.დასაშვებია: - პროდუქტების გატანა ე.წ. takeaway; - „დელივერი“; - „დრაივი“; ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა; ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით; სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა;

7.დიდ ქალაქებში - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში - და სათხილამურო კურორტები - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები: ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები.

8.სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

9.კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

10.სათხილამურო კურორტეზე ასევე: სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

11.შეზღუდვების შემსუბუქებ 24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით: იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა

  1. უქმე/დასვენების დღეები ცხადდება - 3 იანვარიდან 15 იანვრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით: ამ პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში.

13.არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და ერვისებისა.

 14.16 იანვარი - 31 იანვარი ქვეყნის მასშტაბით: აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

15.შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.

16.მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ შეეხება სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას,საბანკო და საფინანსო საქმიანობას,სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტ-აფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას,დელივერსა და გატანის სერვისებს,სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას,ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს,საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს, აგრარული ბაზრობის მუშაობას და ა.შ.

მათ შორის, შეზღუდვები არ ეხება მსუბუქ ავტომობილებსა და ტაქსების გადაადგილებას.