ოპოზიცია "ლელოს" ოფისში იკრიბება - რაზე იმსჯელებენ მკაცრი შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ოპოზიციონერები?
ოპოზიცია "ლელოს" ოფისში იკრიბება - რაზე იმსჯელებენ მკაცრი შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ოპოზიციონერები?

A+ A-

15:39 26/11/2020

პარტია „ლელო საქართველოს“ ოფისში,  პოლიტიკოსები და ექსპერტები იკრიბებიან. ოპოზიციის დიდი შეკრება შესაძლოა, მას შემდეგ გადაწყდა, რაც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ახალი მკაცრის შეზღუდვები დააანონსა.

ამ წუთებში, „ლელოს“ ოფისში ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერია შეკრებილი. ოფისში უკვე მისულები არიან და როგორც ჩანს, შეკრებას დაესწრებიან ექსპერტები: ბუკა პეტრიაშვილი, ხათუნა ლაგაზიძე, დავით სიხარულიძე. ამასთანავე, შეხვედრაზე მივიდა "საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის" თავმჯდომარე ივა ჭყონიაც.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის პარალელურად, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გეგმავდა, თუმცა სამთავრობო  შეზღუდვების გამო, დიდი ალბათობით, ოპოზიციას საპროტესტო გამოსვლების საშუალება არ მიეცემა.

"2020NEWS”-ის ინფორმაციით, „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური სპექტრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა სწორედ დაწესებული შეზღუდვები იქნება.

ცნობისთვის, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ახალი წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება. ამ ახალი რეგულაციების მიხედვით, თბილისსა და დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.