"უოლტ დისნეი" 32 000 თანამშრომელს დაითხოვს
"უოლტ დისნეი" 32 000 თანამშრომელს დაითხოვს

A+ A-

15:11 26/11/2020

ყველასთვის საყვარელი ზღაპრული კომპანია „უოლტ დისნეი“ კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის გამო, 32 000 თანამშრომელს დაითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, შემცირება თემატური პარკების თანამშრომლებს შეეხებათ, ვინაიდან პანდემიის გამო გაუგებარია, როდის განახლდება პარკების ფუნქციონირება.

აღსანიშნავია, რომ კომპანია 28 000 თანამშრომლის შემცირებას სექტემბერში გეგმავდა, თუმცა მათ მოახერხეს თანამშრომლების შენარჩუნება რამდენიმე თვით, მაგრამ პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო მათ  გაანთავისუფლონ თანამშრომლები 2021 წლის პირველ ნახევარში.

შეგახსენებთ, პანდემიის გამო დახურულია პარიზის დისნეილენდი. შანხაიში, ჰონკ კონგსა და ტოკიოში მდებარე კომპანიის თემატური პარკები კი ჯერჯერობით ღიაა.