არგენტინაში მარადონას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს (LIVE)
არგენტინაში მარადონას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს (LIVE)

A+ A-

16:46 26/11/2020

საფეხბურთო სამყაროს კერპი დიეგო არმანდო მარადონა არგენტინის საპრეზიდენტო სასახლეში დაასვენეს, მის გასაცილებლად უკვე ათასობით ადამიანი მივიდა. სოციალურ ქსელში პანაშვიდის კადრები გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ 25, 26 და 27 ნოემბერი არგენტინაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ცნობისთვის, ფეხბურთის ლეგენდა გუშინ გულის შეტევით გარდაიცვალა.