"ქართული ოცნება - 20 მილიონი, "ნაციონალური მოძრაობა" -12 მილიონი - რა დაფინანსებას მიიღებენ პარტიები ბიუჯეტიდან?
"ქართული ოცნება - 20 მილიონი, "ნაციონალური მოძრაობა" -12 მილიონი - რა დაფინანსებას მიიღებენ პარტიები ბიუჯეტიდან?

A+ A-

16:51 26/11/2020

ბოიკოტის მიუხედავად, ცალკეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი არ თქვეს, ზოგიერთმა კი, ეს ბოიკოტის ნაწილად აღიქვა და ცესკოს პარტიული დაფინანსების მოთხოვნით არ მიმართა.

"ლეიბორისტულმა პარტიამ", "გირჩმა", "მოქალაქეებმა" და "ლელომ" ბიუჯეტიდან თანხის აღებაზე უარი განაცხადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დაფინანსებას ვერ მიიღებენ. 

რა რაოდენობის დაფინანსება ეკუთვნის ბიუჯეტიდან 4 წლის განმავლობაში აღნიშნულ პარტიებს უკვე ცნობილია, მაშ ასე:

1. ლელო 803 ათასი (3 მილიონ 215 ათასი)

2. გირჩი 778 ათასი: (3 მილიონ 113 ათასი) 8. ელისაშვილი–მოქალაქეები: 383 ათასი (1 მილიონ 533 ათასი)

3. ლეიბორისტული პარტია 290 ათასი (1 მილიონ 160 ათასი) 

4. ელისაშვილი–მოქალაქეები 383 ათასი (1 მილიონ 533 ათასი)

რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებმაც საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი არ თქვეს ეს პარტიებიაა: "ევროპული საქართველო, "ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და მათ რიგებს უკვე "პატრიოტთა ალიანსიც" მიემატა. 

მათი დაფინანსებები კი ასე გამოიყურება:

1.  ნაციონალური მოძრაობა 3 მილიონ 115 ათასი (12 მილიონ 460 ათასი)

2. ევროპული საქართველო 865 ათასი (3 მილიონ 458 ათასი)

3. სტრატეგია აღმაშენებელი 802 ათასი (3 მილიონ 209 ათასი)

4. პატრიოტთა ალიანსი 802 ათასი (3 მილიონ 210 ათასი)

რაც შეეხება მმართველ პარტიას, "ქართული ოცნების" ბიუჯეტი კი ასე გამოიყურება -  5 მილიონ 145 ათასი ლარი (4 წლის მანძილზე 20 მილიონ 580 ათასი)

აღსანიშნავია, რომ პარტიებს ასევე ემატებათ ბონუს თანხები გენდერული ნიშნით.