7 მილიარდი მიიტაცეს და ახლა დანაშაულებრივი შეზღუდვები დააწესეს - გუგავა
7 მილიარდი მიიტაცეს და ახლა დანაშაულებრივი შეზღუდვები დააწესეს - გუგავა

A+ A-

17:49 26/11/2020

დღევანდელ გადაწყვეტილება, ქვეყანაში ამოქმედებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება და ეს იმ ფონზე, როცა პანდემიასთან ბრძოლისთვის გამოყოფოლი 7 მილიარდი მიიტაცეს.  ამის შესახებ, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა,  გიორგი გუგავამ „2020NEWS”- თან განაცხადა.

მისივე თქმით, აჭარაში რუსი ტურისტები უკონტროლოდ ჩამოყარეს, რის შედეგადაც დაიწყო პანდემიის მეორე ტალღის გავრცელება.

„დღევანდელი გადაწყვეტილება, ქვეყანაში შეზღუდვებთან დაკავშირებით, არის დანაშაულებრივი. ისინი აგრძელებენ დანაშაულებრივ ქმედებებს.

ჯერ იყო და აჭარაში რუსი ტურისტები უკონტროლოდ ჩამოყარეს, რის შედეგადაც დაიწყო პანდემიის მეორე ტალღის გავრცელება.

შვიდი მილიარდი, რომელიც გამოყოფილი იყო პანდემიასთან ბრძოლისთვის, მიიტაცეს.

შემდეგ დენდოლოგიურ პარკში სრული დომხალი მოაწყვეს, რამაც ხელი შეუწყო კოვიდვირუსის გავრცელებას და ხლა მივიდნენ ამ დანაშაულამდეყველაფერს კეტავენ და იღებენ გაუთვიცნობერებელ გადაწყვეტილებას  მაშინ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია.

ეს გადაწყვეტილება, ნიშნავს ასიათასობით ადამიანის უმუშებრად დატოვებას, შემოსავლის დაკარგვას. ამ შეზღუდვებით პანდემიის შემცირება არ ხდება.

ფინანსურ კომპესანციას რაც შეეხება, ეს არის სამარცხვინო, სამარცხვინო! ნახეთ, ინფლაქცია როგორია, ფასები ყველაფერზეა გაზრდილი და ადამიანებს ეუბნებიან, თვიდან-თვემდე 200 ლარად შეინახეთ ოჯახებიო.

ამ გადაწყვეტილების ავტორებს, 200 ლარზე ცხოვრება უნდა მიუსაჯო. ნახონ, როგორ დღეში ჩავარდებიან, ეს დაცინვას გავს, ვიდრე დახმარებას, - განაცხადა გუგავა.

შეგახსენებთ, დღე პრემიერმა გიორგი გახარიამ კორონავირისუსის მართვის ახალი სისტემის ამუშავება დაანონსა. დაწესდა შეზღუდვები, რომლებიც 28 ნოემბერიდან 31 იანვრის ჩათვლით ამოქმედდება.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირების 3 801 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 39 ადამიანი, 3 200 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი.

ირმა ჯოხაძე