რა უნდა გაეგო ხალხს გახარიას ბჟუტურიდან? - ნიკა გვარამია
რა უნდა გაეგო ხალხს გახარიას ბჟუტურიდან? - ნიკა გვარამია

A+ A-

17:53 26/11/2020

დაწესებული რეგულაციებით ხალხი იზღუდება. ამის შესახებ ტელეკომპანია „ მთავარის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, გახარიას ნახევარსაათიან ტექსტიდან საზოგადოებამ შინაარსი ვერ გამოიტანა. 

„ვუსმინე გახარიას ნახევარსაათიან ტექსტს და შინაარსი ვერ გამოვიტანე. მსგავსი აბდაუბდა როგორ შეიძლება საზოგადოებას წარმოუდგინო, როცა ამხელა მოლოდინია და როცა საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება, გინდა ჯანმრთელობის, გინდა ეკონომიკური კუთხით?! ამდენი წყალი როგორ შეიძლება ტექსტში იყოს, როცა საკითხი ქცევის ნორმატიულ რეგულაციას ეხება და სიზუსტეს და მკაფიოობას საჭიროებს? ამ დროს ნორმატიული აქტი უნდა გამოიტანო და ზუსტად და მკაფიოდ გაწერილი რეგულაციები წაიკითხო.

დიახ, წაიკითხო და არა ზეპირად იბჟოტიალო, თან ცუდი ქართულით და აბდაუბდა გრამატიკული კონსტრუქციებით! ხალხი იზღუდება ამ რეგულაციებით და სავალდებულო ქცევის წესები შემოდის. ეს ქცევის წესები დაწერილი სახით ხელმისაწვდომი ვერ იქნება მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის. მათ ინფორმაცია, მთავრობის ზეპირი განცხადების სახით, მედიის მეშვეობით უნდა მიიღონ და რა უნდა გაეგოთ გახარიას ამ ბჟუტურიდან? ჩვენ გვიჭირს გაგება, ვსხედვართ ახლა და გაოგნებულები ვცდილობთ, ხალხს ზუსტად და მკაფიოდ ავუხსნათ, რა თქვა მთავრობამ, რა შეიძლება და რა არაო, როდის შეიძლება და როდის არაო. იდიოტი“, -  წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ახალი წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება. ამ ახალი რეგულაციების მიხედვით, თბილისსა და დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირების 3 801 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა, 3 200 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი.