ჩვენი პოზიცია იგივეა - არჩევნები გაყალბდა - მამუკა ხაზარაძე

ოპოზიციის პოზიცია იგივეა - არჩევნმები გაყალბდა. ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე რაღაც პროგრესი არის.
„ჩვენი პოზიცია იგივეა - არჩევნები გაყალბდა. რაც შეეხება შეხვედრებს ელჩების ჩართულობით, გუშინ გვქონდა შეხვედრა - რაღაც პროგრესი არის, მაგრამ ის ხისტი პოზიცია, რომელიც ტელევიზიიდან გვესმის, აბსოლოტურად კონტრპროდუქტიულია პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ, ჩვენ დაველოდებით მესამე რაუნდს“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
ცნიბისთვის, ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობენ.
შეგახსენებთ, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს. დიალოგის მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.