საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 426 ახალი  შემთხვევა გამოვლინდა

A+ A-

11:05 29/11/2020

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 1 802 შემთხვევა, აჭარა-554, იმერეთი-637, ქვემო ქართლი-268, შიდა ქართლი-258, გურია-119, სამეგრელო-ზემო სვანეთი-400, კახეთი-219, მცხეთა-მთიანეთი-108, სამცხე-ჯავახეთი-50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 35 ადამიანი გარდაიცვალა.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით გარდაცვალების 1 230  შემთხვევაა.