"კოვიდ-19"-მა კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე შეიწირა

"კოვიდ-19"-მა კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე იმსხვერპლა. კორონავირუსით წყალტუბოს მუნიციპალური საავადმყოფოს ექიმი დათო წულაია გარდაიცვალა.
მედიკოსების ინფორმაციით, ექიმ-კარდიოლოგის მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა.
პაციენტს დადასტურებულ კოვიდინფექციასთან ერთად, თანმდევი დაავადებები აწუხებდა.
საქართველოში კორონავირუსმა სულ 1 230 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაღუპულთა შორის რამდენიმე ექიმია.