"ქართული ოცნება" მოლაპარაკების მესამე რაუნდისათვის ემზადება და წინადადებების პაკეტს ამზადებს - "ოცნების" დეპუტატი
"ქართული ოცნება" მოლაპარაკების მესამე რაუნდისათვის ემზადება და წინადადებების პაკეტს ამზადებს - "ოცნების" დეპუტატი

A+ A-

18:50 01/12/2020

მმართველი ძალა ოპოზიციასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდისათვის ემზადება და წინადადებების პაკეტს ამზადებს. შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია „2020NEWS“-ს ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ წევრმა, ზაზა ლომინაძემ დაუდასტურა.

მისივე თქმით, რთულია, წარმოიდგინო ევროპული ორიენტაციის მქონე ქვეყნის პარლამენტი ოპოზიციის გარეშე.

„რთულია წარმოიდგინო ევროპული ორიენტაციის მქონე ქვეყნის პარლამენტი ოპოზიციის გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი შეთანხმებით დასრულდება. ეს შეხვედრა ამ დღეებში გაიმართება აუცილებლად. ამჟამად წინამოსამზადებელი სამუშაოებია. ოპოზიცია რომ იძახის, ბურთი „ოცნების“ მხარესააო, ახლა მმართველი ძალა გამოიტანს თავის „ბურთს“. მესამე რაუნდი გვიჩვენებს, რომ საღად აზროვნებენ საქართველოს პოლიტიკოსები“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

შეგახსენებთ, ხელისუფლებასა და ოპოზიცის შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მესამე რაუნდი, რომლის შედეგადაც გაირკვევა 2020 წლის არჩევნების შედეგად საქართველო ერთპარტიული პარლამენტს მიღებს, თუ მოხერხდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსესუსის მიღწევა.

ირინა მაკარიძე