შედი, ქალო, "ბუტკაში", ანუ პარლამენტში - როგორ ეხმაურება გვარამიას სასამართლო პროცესის განახლებას სააკაშვილი?
შედი, ქალო, "ბუტკაში", ანუ პარლამენტში - როგორ ეხმაურება გვარამიას სასამართლო პროცესის განახლებას სააკაშვილი?

A+ A-

10:29 02/12/2020
ოპოზიციის ლიდერების სასამართლო პროცესის, ხელახალი ჩანიშვნა, არის კამპანია -"შედი, ქალო, ბუტკაში"! „ბუტკა“ ამ შემთხვევაში არის პარლამენტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააბრუნა ქუთაისიდან რუსთაველზე. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.
 
მისივე თქმით, ნიკა გვარამიას ხელახლა ჩაუნიშნეს პროცესი, ელჩებთან მიღწეული ხელშეკრულების პირდაპირი დარღვევით.
 
„ნიკა გვარამიას ხელახლა ჩაუნიშნეს პროცესი, ელჩებთან მიღწეული ხელშეკრულების პირდაპირი დარღვევით. გიგი უგულავას უჭერენ ნათესავებს, ნიკა მელიას დაუნიშნეს ახალი სასამართლო. ეს არის მთელი კამპანია "შედი ქალო ბუტკაში"! ბუტკა ამ შემთხვევაში არის ის პარლამენტი, რომელიც ივანიშვილმა ქართველი ერის ინტერესების საწინააღმდეგოდ დააბრუნა ქუთაისიდან რუსთაველზე. და აბა "ქალი"...?“, - წერს, სააკაშვილი.
 
შეგახსენებთ, 7 დეკემბერს გაიმართება "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი, ხოლო 10 დეკემბერს ჩანიშნულია "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას სასამართლო. 15 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გაიმართება.