პატარა ვაშაძეს ან გირჩი ზურას არ მოგვაყოლებენ? - სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის საქმეც განახლდა
პატარა ვაშაძეს ან გირჩი ზურას არ მოგვაყოლებენ? - სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის საქმეც განახლდა

A+ A-

11:04 02/12/2020

„პატარა ვაშაძეს ან გირჩი ზურას არ მოგვაყოლებენ?“ - არჩევნები დასრულდა და ოპოზიციის ლიდერების სისხლის სამართლის საქმეების განახლება გრძელდება. ამჯერად, ადვოკატებისგან შეტყობინება, სასამართლო პროცესის დაწყების თაობაზე, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს მიუვიდა.

ინფორმაციას თავად ოქრუაშვილი ავრცელებს და კითხულობს:

„პატარა ვაშაძეს ან გირჩი ზურას არ მოგვაყოლებენ?“. „ახლა ვნახე ადვოკატების სმს-ი, შენი საქმე განახლდა 14 დეკემბრიდანო. მე, მელია, უგულავა, გვარამია და სხვები ჰო, მაგრამ პატარა ვაშაძეს და გირჩი ზურას არ მოგვაყოლებენ“? - წერს სოციალურ ქსელში ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს გაიმართება "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი, ხოლო 10 დეკემბერს ჩანიშნულია "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას სასამართლო. 15 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გაიმართება.