ივანიშვილს გონია, პოლიტიკური კრიზისი გადააგორა და ოპოზიციისთვის მოიცალა, ჩემთან არ გაუვა - ოქრუაშვილი
ივანიშვილს გონია, პოლიტიკური კრიზისი გადააგორა და ოპოზიციისთვის მოიცალა, ჩემთან არ გაუვა - ოქრუაშვილი

A+ A-

11:35 02/12/2020

მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო“, ასეა მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის საქმე. მეტიც, მას გონია, რომ პოლიტიკური კრიზისი გადააგორა და ოპოზიციონერების სისხლის სამართლის საქმეებისთვის მოიცალა. ამის  შესახებ „2020NEWS“-თან „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ვერანაირი დასკვნა ვერ გააკეთა, ვერც 8 - მარტის შეთანხმებით, ვერც საერთაშორისო პარტნიორებთან მეგობრობა-ვალდებულებებით.

„მგლის თავზე სახარებას კითხულობდაო, ამ ადამიანმა ვერანაირი დასკვნა ვერ გააკეთა, ვერც 8 - მარტის შეთანხმებისგან, ვერც საერთაშორისო პარტნიორებთან მეგობრობა- ვალდებულებებითა და ვერაფრით.

ივანიშვილს გონია, პოლიტიკური კრიზისი გადააგორა და მოიცალა იმ შერჩევითი მართლმსაჯულების გასაგრძელებლად, რაც ჩემთან მიმართებაში ხდებოდა, ძალიან ცდება, რომ ადვილად გაუვა რაღაც“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, ამ სასამართლო პროცესის მიმართ არანაირი მოლოდინი არ აქვს.

„ამ სასამართლო პროცესის მიმართ არანაირი მოლოდინი არ მაქვს.

გაგრძელდება ოცი წელი. კვალიფიკაციიის ამაღლების უფასო კურსებივითაა. სიარულის ვალდებულებაც კი არ მაქვს პროცესზე.

ასე რომ, ყურადღებას დიდად არ ვაქცევ“ განაცხადა ოქრუაშვილმა.

ცნობისთვის,  ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 14 ოქტომბერს გაიმართება. მას ბუტა რობაქიძის საქმეში უკანონო ბრძანების გაცემას ედავებიან.

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს გაიმართება "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი, ხოლო 10 დეკემბერს ჩანიშნულია "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას სასამართლო.

15 დეკემბერს კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

ირმა ჯოხაძე