წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა
წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა

A+ A-

11:34 02/12/2020

წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. 

კალაძემ აღნიშნა, რომ საახალწლო სოფელი მიზიდულობის ცენტრია. ამ მიზნით გათვალისწინებული თანხები კი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პროდუქტების შეძენას მოხმარდება.

ცნობისთვის , საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 033 ადამიანს დაუდასტურდა, 4 061 კი გამოჯანმრთელდა.