კორონავირუსის ვაქცინა უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა - მომავალი კვირიდან ვაქცინაცია დაიწყება
კორონავირუსის ვაქცინა უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა - მომავალი კვირიდან ვაქცინაცია დაიწყება

A+ A-

11:41 02/12/2020

კომპანია  Pfizer-ის მიერ არის წარმოებული კორონავირუსის ვაქცინა უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა. 

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც კორონავირუსის ვაქცინის რეგისტრაცია მოხდა.  ამის  შესახებ BBC იუწყება. 

ამის შემდეგ ვაქცინის გამოყენება მასობრივად მოხდება. ვაქცინაციის დაწყება უკვე მომავალ კვირას იგეგმება.

ბრიტანეთმა ამ კომპანიის ვაქცინის 40 მლნ დოზა უკვე შეუკვეთა.

Pfizer-ის ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ს შეადგენს. დანარჩენ 5%-ს კი კვლევების მიხედვით, კორონავირუსი მსუბუქ ფორმებში გადააქვს.