დღეიდან კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება იწყება
დღეიდან კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება იწყება

A+ A-

12:23 02/12/2020

დღეიდან პირველ თებერვლამდე საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა იწყება. ამის ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყოველდღიურად ქვეყანაში 20 000 ტესტი გაკეთდება.

„დღეიდან პირველ თებერვლამდე საქართველოში ინტენსიური ტესტირება დაიწყება და დღეში 20 000 ტესტი გაკეთდება. ამას, ასევე, დაემატება კერძო კლინიკების ლაბორატორიების მიერ ჩატარებული ტესტების რაოდენობა. ასევე, ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტების ოდენობა, რომლის პასუხიც 20 წუთში არის“, - განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 39 პაციენტი.