იზოლაციის პირობები შეიცვალა - რა წესების დაცვა მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში?
იზოლაციის პირობები შეიცვალა - რა წესების დაცვა მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში?

A+ A-

12:38 02/12/2020

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე, უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიურ პასუხს არ წარმოადგენენ, კარანტინის ნაცვლად, გადავლენ 12-დღიან თვითიზოლაციაში.  ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისი თქმით, საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც ექნებათ ტესტის ნეგატიური პასუხი,  8-დღიან თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან.

„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შემოსვლის რეჟიმის შემსუბუქებას. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიურ პასუხს წარმოადგენენ, დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას, ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც არ ექნებათ ტესტის ნეგატიური პასუხი, კარანტინის ნაცვლად გადავლენ 12-დღიან თვითიზოლაციაში. შესაბამისად, მათ არ მოუწევთ საკარანტინო სივრცეებში განთავსება. მოქალაქეებს, რომლებსაც თვითიზოლაციის საშუალება არ ექნებათ, სახელმწიფო ამით უზრუნველყოფს და კოვიდ-სასტუმროებში განათავსებს“, - განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 39 პაციენტი.