საქართველოში ცხოვრება საშიში ხდება - რატომ აღიზიანებს გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას?
საქართველოში ცხოვრება საშიში ხდება - რატომ აღიზიანებს გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას?

A+ A-

12:52 02/12/2020

ერთ მშვენიერ დღეს ბიძინა ივანიშვილი იტყვის, საქართველო რუსეთის გუბერნია უნდა გახდეს, რადგან სათავეში ფეოდალია და  რასც უნდა, იმას აკეთებს. ამის შესახებ „2020NEWS”-თან „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის ლიდერების სასამართლო პროცესების განახლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ცხოვრება საშიში ხდება, რადგან სათავეში „უგუნური, გამოტვინებული, გათავხედებული ხელისუფლებაა“.

„უგუნური, გამოტვინებული, გათავხედებული ხელისუფლებაა. ახლა დაწყებულია პროცესი, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ამის ატანა არაფრით შეიძლება.

სათავეში ფეოდალია, რასც უნდა იმას აკეთებს. ორი მეცნიერი დაკავებულია, გარეჯთთან დაკავშირებით, დაიწყო ოპოზიციის ლიდერების სასამართლო პროცესი, ახლა ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ.

წლებია, რასაც ვამბობ, გაყალბებულ არჩევნებს რომ არ ვთმობთ, ეს მანიაკალური ამოჩემება კი არაა, საშიში ხდება ამ სახელმწიფოში ცხოვრება.

ერთ მშვენიერ დღეს, სითავხედით იტყვის, ჩვენი ქვეყანა რუსეთის გუბერნია უნდა გახდესო. ამას რომ იტყვის, მერე რას ვიზავთ?

ჩვენ ეს ბრძოლა თუ დავთმეთ, გამოდის, რომ ქვეყანას ამ უზურპატორს დავუთმობთ. ამიტომ ვამბობ, არც ერთი ნაბიჯი უკან! და წავა, აბა, ამას ვინ გააჩერებს?“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას ძალიან აღიზიანებს, რადგან ის მორჩილი არაა.

„ჩვენ ძალიან ვიბრძვით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხედავთ, გიორგი ძალიან ღირსეულად იქცევა. მათ ხელში შერჩათ ახალგაზრდა, პერსპექტიული პოლიტიკოსი, რომელისც მყარად დგას. მათ ხომ ყველა ასეთი ადამიანი აღიზიანებთ, ხელისუფლებას ასეთი ადამიანების ეშინია, ახალგაზრდა ვაშაძე მორჩილი არ ღმოჩნდა“. - განაცხადა ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს გაიმართება "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი.

10 დეკემბერს ჩანიშნულია "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას სასამართლო.  

14 დეკემბერს „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი იქნება.

15 დეკემბერს კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

ირმა ჯოხაძე