გრიპისი ვაქცინის 10 000 დოზა საქართველოს მთავრობამ აფხაზეთს გადასცა
გრიპისი ვაქცინის 10 000 დოზა საქართველოს მთავრობამ აფხაზეთს გადასცა

A+ A-

13:13 02/12/2020

გრიპისი ვაქცინის 10 000 დოზა საქართველოს მთავრობამ აფხაზეთს გადასცა. 

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, სახელმწიფომ 235 000 გრიპის ვაქცინა შეიძინა.

“ჩვენ 235 ათასი გრიპის ვაქცინა შევისყიდეთ, თუმცა გრიპის ვაქცინის დოზა გაცილებით მეტი იყო, რადგან კერძო სექტორს 60-70 ათასი დოზა ჰქონდა შესყიდული. 160 ათასი დოზა დახარჯულია. 10 ათასი დოზა აფხაზეთს გადავეცით. ასევე აიცრა ჯარი და რისკ ჯგუფები. მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც 65 წლიან ასაკთან დაკავშირებით იყო და ყველას შეუძლია აიცრას. სამწუხაროდ, მიმართვიანობა მაღალი არ არის, მით უფრო რომ არის ვაქცინის ხელმისაწვდომობა. არც ერთ წელიწადს გრიპის ამდენი ვაქცინა არ გვქონია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.