მოსამართლე გვრიტიშვილი ავტობიოგრაფიას ვერ წერს და უზენაეს სასამართლოში უნდა ვიხილოთ? - ჯანეზაშვილი
მოსამართლე გვრიტიშვილი ავტობიოგრაფიას ვერ წერს და უზენაეს სასამართლოში უნდა ვიხილოთ? - ჯანეზაშვილი

A+ A-

14:53 04/12/2020

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა ავტობიოგრაფიის წერა არ იცის და უზენაეს სასამართლოში ნიშნავენ. საქართველოში მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ და რა საქმეები გიკეთებია, განათლებული ხარ, თუ გაუნათლებელი, მთავარია, ვის ემსახურები - ასე ეხმაურება „2020NEWS“-თან საუბრისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, დიმიტრი გვრიტიშვილის დანიშვნის შესაძლებლობას უზენაეს სასამართლოში.

მისივე თქმით, დიმიტრი გვრიტიშვილი „კლანის“ ერთ-ერთი გაუნათლებელი წევრია, რომელიც ქვეყნის მთავარ ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს ემსახურება.

„დიმიტრი გვრიტიშვილი „კლანის“ ერთ-ერთი გაუნათლებელი წევრია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ემსახურება. ზოგადად, ამ ქვეყანაში მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ და რა საქმეები გიკეთებია, განათლებული ხარ, თუ გაუნათლებელი, აქ მთავარია, ვის ემსახურები! 
გვრიტიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. მისი დანიშნვა უზენაეს სასამართლოში იქნება მესიჯი იმისა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა გამოცდილება გაქვს, რა ღირებულებები, რა ცოდნა, რა უნარები, ეს ყოველივე უმნიშვნელოა. 
ადამიანი, რომელიც ელემენტარული საკუთარ ავტობიოგრაფიას ვერ წერს, უნდა ვიხილოთ უზენაეს სასამართლოში?! ეს არის სირცხვილი და სხვა არაფერი!,“, - აცხადებს ჯანეზაშვილი სააგენტოსთან საუბრისას.

მისი თქმით, გვრიტიშვილის უზენაეს სასამართლოში დანიშვნა მხოლოდ და მხოლოდ მის ამბიციებს დააკმაყოფილებს, რაც შეეხება საზოგადოებას, მათთვის არაფერი შეიცვლება.

“დიმიტრი გვრიტიშვილის უზენაეს სასამართლოში დანიშვნა მხოლოდ და მხოლოდ მის ამბიციებს დააკმაყოფილებს, რაც შეეხება საზოგადოებას, მათთვის არაფერი შეიცვლება. 
ფორმალურად, გვრიტიშვილს განათლების საკითხში ყველაფერი წესრიგში აქვს, თუმცა მის ავტობიოგრაფიაში ძალიან კარგად ჩანს მისი განათლება და სიტყვათა მარაგი. რა მნიშვნელობა აქვს გვრიტიშვილი სად იქნება?! სადაც არ უნდა იყოს, ის ყოველთვის ცუდ საქმეებს გააკეთებს“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ცნობისთვის, ჯანეზაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, დიმიტრი გვრიტიშვილის ავტობიოგრაფიაც გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა, მათ შორის, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიასი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის.

„ეს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - დიმიტრი გვრიტიშვილის ავტობიოგრაფია.

ამ ფორმით დაიდო ეს დოკუმენტი 2020 წლის 1 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

თან აქ წერს, რომ ხან ქუთაისში ცხოვრობს და ხან თბილისში, აწმყო დროში წერს რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვარო - და აღარ არის. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა აგვისტოდან“, - წერს ჯანეზაშვილი.

„წარმოუდგენელია, ამის დამწერი მოსამართლე იყოს, უვადოდ დანიშნული და სასამართლოს თავ-რე.... თავდაყირაა ქვეყანაც და მართლმსაჯულებაც“, - ასე ეხმაურება პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია ჯანეზაშვილის ფეისბუქ პოსტს.

„რა ვქნათ ბატონებო, რა ვიღონოთ?! შემეძინა ერთადერთი და”- ალბათ მშობლებს რომ შეეძინათ ამის თქმა სურდა....“, - დაწერა ჩარკვიანმა ჯანეზაშვილის პოსტზე.