რუსეთი ვაქცინაციის პროგრამას იწყებს
რუსეთი ვაქცინაციის პროგრამას იწყებს

A+ A-

12:07 05/12/2020

რუსეთი კოვიდვაქცინაციის პროგრამას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, პირველ რიგში მოსკოვში არსებული კლინიკები რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს აცრიან, რისთვისაც რუსეთი ადგილობრივ ვაქცინას, Sputnik V-ს იგამოიყენებს.

„ვაქცინა 95%-ით ეფექტურია და არ იწვევს მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს, მაგრამ ჯერ კიდევ ტესტირების სტადიაშია“, - აცხადებენ ვაქცინის შემქმნელები.

BBC-ის ცნობით, პროგრამაში ათასობით ადამიანი უკვე დარეგისტრირდა, რომ შაბათ-კვირას, გასაკეთებელი 2 ინექციიდან, პირველი გაიკეთონ.

ამ დროისთვის უცნობია თუ რამდენი ვაქცინის წარმოება შეუძლია რუსეთს, თუმცა როგორც მოსალოდნელია წლის ბოლომდე 2 მილიონამდე ვაქცინა შეიქმნება.