ქუთაისში კორონავირუსით სპორტის მუზეუმის დირექტორი გარდაიცვალა
ქუთაისში კორონავირუსით სპორტის მუზეუმის დირექტორი გარდაიცვალა

A+ A-

12:12 05/12/2020
ქუთაისში სპორტის მუზეუმის დირექტორი ზურაბ ჯავახაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია "2020NEWS"-ს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.
 
მათი ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში გუშინ, გვიან ღამის კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაიცვალა.
 
ფაქტს იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე რეზო რობაქიძე ეხმიანება.
 
"COVID - 19, აღარა გვყავს - ზურაბ ჯავახაძე, დიდი საზოგადო მოღვაწე, ქართული სპორტის მკვლევარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ჩემი მასწავლებელი, კაცმა, რომელმაც მაზიარა სპორტს, მასწავლა სპორტისა და ოლიმპიზმის ისტორია. დღეს კი ვემშვიდობებით სამუდამოდ", - წერს რეზო რობაქიძე სოციალურ ქსელში.
 
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან კოვიდინფექციით გარდაცვალილია 1 462 ადამიანი.
 
ირინა მაკარიძე