მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 65 მილიონს აჭარბებს
მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 65 მილიონს აჭარბებს

A+ A-

12:17 05/12/2020

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 65 899 441-ს შეადგენს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 42 352 021.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია აშშ-ში - 14 367 462, ინდოეთში - 9 608 211, ბრაზილია - 6 533 968, რუსეთი - 2 382 012, საფრანგეთი - 2 321 703.

მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებული დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთში, არგენტინაში, კოლუმბიაში, გერმანიაში, მექსიკაში, პოლონეთსა და ირანში.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობით ლიდერია ინდოეთი, სადაც კორონავირუსი 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა, ბრაზილია - 5,8 მილიონი გამოჯანმრთებული და აშშ - 5,4 მილიონი.

ყველაზე მეტი - 278 932 ადამიანი გარდაიცვალა აშშ-ში, 175 964 ბრაზილიაში, 139 700 - ინდოეთში და 108 863 - მექსიკაში.