შიდა ქართლში, ავარიის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა
შიდა ქართლში, ავარიის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა

A+ A-

13:10 05/12/2020

შიდა ქართლში, სოფელ ქვიშხეთთან ტრაილერი და სატვირთო სამარშრუტო ტაქსი ერთმანეთს შეეჯახნენ.

თვითმხილველების თქმით, მძიმედ დაშავდა სამარშრუტო ტაქსის მძღოლი და უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. შედარებით მსუბუქია ტრაილერის მძღოლის მდგომარეობა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.