საჩხერეში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა
საჩხერეში კორონავირუსით 2  პაციენტი გარდაიცვალა

A+ A-

13:14 05/12/2020

კორონავირუსით საჩხერის სამედიცინო ცენტრში 2 პაციენტი გარდაიცვალა. ორივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და ორივე მათგანს თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დროისათვის კლინიკაში კოვიდდადებით 180 პაციენტს მკურნალობენ. ჯამში კი საავადმყოფო 700-მდე პაციენტს მოემსახურა.

გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში ვირუსის 931 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 158 154 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 129 210-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1462 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 1325 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6671 პაციენტია. ​კოვიდ-სასტუმროში 4067 ადამიანი იმყოფება.