კორონავირუსით ბერ-დიაკონი კირიონი გარდაიცვალა
კორონავირუსით ბერ-დიაკონი კირიონი გარდაიცვალა

A+ A-

13:27 05/12/2020

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი, ბერ-დიაკონი კირიონი გარდაიცვალა. ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, სასულიერო პირი დღეს, ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარში დაასაფლავეს. 

შეგახსენებთ, ასევე 3 დეკემბერს, ვირუსს თბილისის წმინდა გიორგი სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე ემსხვერპლა.