არის საკითხები, რაზეც საქართველოსთან შეიძლება, კომპრომისი გამოიძებნოს - სერგეი შამბა
არის საკითხები, რაზეც საქართველოსთან შეიძლება, კომპრომისი გამოიძებნოს - სერგეი შამბა

A+ A-

14:41 20/12/2020

არის საკითხები, რაზეც საქართველოსთან შეიძლება, კომპრომისი გამოიძებნოს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სერგეი შამბას თქმით, სამხრეთ კავკასიაში, სხვა სახელმწიფოებთან ერთად ,პროცესებში აფხაზეთიც უნდა ჩაერთოს. 

"ჩვენ უარს არ ვიტყვით ჩვენს ძირეულ ინტერესებზე. ცხადია, ქართველებიც უარს არ იტყვიან თავიანთ ძირეულ ინტერესებზე. ამ უკიდურესობებს შორის ყოველთვის არსებობს საკითხები, სადაც კომპრომისის პოვნა შეიძლება. ჩვენ მოვისმინეთ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გაჟღერებული ინიციატივები ისეთი ფორმატის შექმნაზე, რომელშიც მონაწილეობას სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები მიიღებენ. რატომ არ ვცადოთ ამ ფორმატში მონაწილეობა? ჩვენ ამ რეგიონში ვიმყოფებით, საქართველოსთან დაურეგულირებელი კონფლიქტი გვაქვს. აფხაზურ მხარეს, აფხაზურ სახელმწიფოს საკუთარი ღია დიპლომატია უნდა ჰქონდეს. საქართველოსთან დაურეგულირებელი კონფლიქტი გვაქვს, რომელიც ასევე პოტენციურად დესტაბილიზაციას იწვევს რეგიონში. ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს ესმის, რომ როდესაც კონფლიქტია, საჭიროა საუბარი. ომი კი უკანასკნელი არგუმენტია," - აცხადებს სერგეი შამბა.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანში ყოფნისას განცხადება, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში შესაძლებელია შეიქმნას „ექვსეულის პლატფორმა“ რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასავითარებლად. „ექვსეულში“ აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო და სურვილის შემთხვევაში, სომხეთი იგულისხმება.