ყარაბაღში შეტაკებები განახლდა - სომხური დაჯგუფებები აზერბაიჯანელ სამხედროებს თავს დაესხნენ
ყარაბაღში შეტაკებები განახლდა - სომხური დაჯგუფებები აზერბაიჯანელ სამხედროებს თავს დაესხნენ

A+ A-

11:52 28/12/2020

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, შეტაკებები განახლდა. 

როგორც აზერბაიჯანის მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, სომხური დაჯგუფება აზერბაიჯანის სამხედროებს ხოჯავენდის რაიონში დაესხა თავს, რომლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მიღებული ზომების შედეგად, დაჯგუფების ექვსივე წევრი განადგურდა.

პარალელურად, სომხური მედია სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ჰადრუთის რაიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ იუწყება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დანაკარგები აქვთ როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მხარეს.