პოლიციამ მამის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავა
პოლიციამ მამის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავა

A+ A-

18:17 09/01/2021

პოლიციამ მამის მკვლელობაში ბრალდებული ნ.კ. დააკავა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ.

არსებული ინფორმაციით, ნ.კ.-მ გუშინ გვიან ღამით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარი მამა ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებულმა თვითდაზიანებები მიიყენა, რის გამოც ქუთაისის რეგიონალური მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. იგი ამ ეტაპზე კლინიკაში, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.