ოპოზიციის უტიფრობა, ხალხის სიბრძნე და გამობრძმედილი “ოცნება“ ოპოზიციაში - რატომ  წავიდა და რა ხელთათმანი ისროლა ამ ჯერზე ივანიშვილმა?  
ოპოზიციის უტიფრობა, ხალხის სიბრძნე და გამობრძმედილი “ოცნება“ ოპოზიციაში - რატომ  წავიდა და რა ხელთათმანი ისროლა ამ ჯერზე ივანიშვილმა?  

A+ A-

11:15 11/01/2021

დამარცხდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მარცხდებიან დღესაც“, - ამ სიტყვებით ამკობს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილ სახელისუფლებო პარტიას მმართველი ძალის ლიდერი ბიძნა ივანიშვილი და ისე მიდის  პოლიტიკიდან, თან ახალი, კეთილსინდისიერი ძალის გამოჩენასა და საკუთარი პარტიის ოპოზიციაში გადასვლას „წინასწარმეტყველებს“. ნებით მიდის, თუ მისი წასვლით, საქართვლოში დასავლეთმა პოლიტიკური ველი მოასუფთავა?

ვიდრე ამ კითხვას პასუხს გავცემთ, ფაქტია, ამჯერადაც ივანიშვილი ჩვეულ სტილს არ ღალატობს და ისევე როგორც თავიდან - პოლიტიკაში შემოსვლის, მერე წასვლისა თუ კვლავ მობრუნების დროს აკეთებდა,  ამ ჯერზე პოლიტიკის დატოვების გადაწყვეტილებასაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საზოგადოებას ჩვეული წესით - ღია წერილით ამცნობს.

ვნახოთ, რა მთავარ აქცენტებს აკეთებს თავის წერილში მმართველი პარტიის უკვე  ყოფილი პირველი პირი.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მისი დაფუძნებული პარტიის დღევანდელი გუნდი საიმედოდ გააგრძელებს 2012 წელს დაწყებულ საქმეს, რადგან „ქართული ოცნება“ არა ახალბედა და მერყევი, არამედ პირიქით, პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილი და გამოცდილი,  ერთგული, ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანების მყარი ერთობაა“, რომლებმაც დამაჯერებლად გაიმარჯვეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

სამაგიეროდ, ოლიგარქი მიიჩნევს, რომ გულდასაწყვეტია, რადგან „ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა ევროპული საპარლამენტო დემოკრატიისთვის დამახასიათებელ სტანდარტებს“.

სწორედ უნიჭობის, უტიფრობის და ღირსებაზე უარის თქმის ნათელი გამოვლინებაა ყველა ისსაქმენი“, რასაც ოპოზიციისგან ვხედავდით მთელი ეს წლები და რაც, სრული სიცხადით, 31 ოქტომბრის შემდეგ დავინახეთ:

მერე რა, რომ დავმარცხდით?!

მერე რა, რომ არ გაყალბებულა?!

მერე რა, რომ არცერთი საპირისპირო მტკიცებულება არ გაგვაჩნია?!

მერე რა, რომ ჯიუტად არ გვსურს უბნების გადათვლა, არც კენჭისყრის ამსახველი ვიდეომასალის შემოწმება და თან ურცხვად გავურბივართ დებატებსქართულ ოცნებასთან“, რომელმაც ეს ყველაფერი არაერთგზის შემოგვთავაზა?!

მერე რა, რომ მთელმა მსოფლიომ აღიარა ხალხის სამართლიანი არჩევანი?!

მერე რა, რომ უკლებლივ ყველა მეგობარი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ვაღიაროთ იგი?!

არა!

ჩვენ მძევლად ავიყვანთ სახელმწიფოს და ხალხს, მის მშვიდობას და სტაბილურობას და იქამდე ვარყევთ ქვეყანას, ვიდრე ჩვენსას არ გავიტანთ და დამარცხებულებს გამარჯვებულად არ გამოგვაცხადებთ!

ანდა, ისეთ კრიზისში შევიყვანთ პანდემიის ფონზე დასუსტებულ ეკონომიკას, ისე დავამშევთ და გავაბოროტებთ ხალხს, რომ მხარი დაგვიჭიროს ამბოხებაში!

ჩვენ გვინდა ძალაუფლება, ეს ძალაუფლება გვინდა დღეს და ეს ძალაუფლება უნდა მივიღოთ ყველაფრის ფასად, თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილა!“, - წერს ივანიშვილი საკუთარ ღია წერილში.

მისივე აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია დამარცხდა, ის მაინც ამ პრინციპით მოქმედებს: „მე რა რომ დავმარცხდით, ჩვენ მძევლად ავიყვანთ სახელმწიფოს და ხალხს, მის მშვიდობას და სტაბილურობას და იქამდე ვარყევთ ქვეყანას, ვიდრე ჩვენსას არ გავიტანთ და დამარცხებულებს გამარჯვებულად არ გამოგვაცხადებთ!“.

მისი აზრით, ასე უტიფრად მოქმედი ოპოზიციის „სიბრძნეში ხალხი ვერ დარწმუნდა“ და ამიტომაც გააკეთა არჩევანი „ქართულ ოცნებაზე“. ის იმედს გამოთქვამს, რომ „უტიფრებზე“ უარის თქმის იმუნიტეტი ქართულმა საზოგადოებამ უკვე გამოიმუშავა.

ხოლო რატომ პასუხობს „ნიღაბჩამოხსნილი ადამიანების უტიფრობას“ პოლიტიკიდან წასვლით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე მიზეზს ასე ხსნის.

ბიძინა ივანიშვილი: „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ საბოლოოდ გამოიმუშავა ეს იმუნიტეტი და აღარასოდეს გააკეთებს საპირისპირო არჩევანს.

სწორედ ჩვენი ხალხის სიბრძნე და „ქართული ოცნების“ ძლიერ გუნდად ჩამოყალიბება მაძლევს იმის რწმენას, რომ საფრთხე საბოლოოდ განეიტრალებულია და შემიძლია მშვიდად გავეცალო პოლიტიკას.

ვტოვებ პოლიტიკას იმ იმედით, რომ პოლიტიკური ეგოიზმის და ერთი კაცის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოუთოკავი სურვილის გამო, დღევანდელი ოპოზიციის ის ნაწილიც დარწმუნდება, ვინც პოლიტიკური ნების უქონლობით, გამოუცდელობით თუ უხერხემლობით, ბოროტებისა და მისი მთავარი შემოქმედების გავლენის ქვეშ მოექცა. დარწმუნებული ვარ, ეს პარტიები აცნობიერებენ მათი ახლანდელი პოზიციის უპერსპექტივობას და თავს დააღწევენ ამ გავლენას, ანუ იბრძოლებენ საკუთარი მომავლისთვის, რაც ქართული დემოკრატიისთვისაც იქნება პერსპექტივა“

და მთავარი, რასაც ბიძინა ივანიშვილი თავის წერილში წერს, არის ის, რომ იგი იმედს გამოთქვამს, გამოჩნდებიან კეთილსინდისიერი პოლიტიკოსები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გადაიყვანენ. .

„დემოკრატიის კანონზომიერება ისეთია, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს „ქართულ ოცნებას“ და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება. გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება.

მჯერა, რომქართული ოცნებადაიკავებს ღირსეულ ადგილს პოლიტიკური ოპოზიციის ავანგარდში და ეს პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.

დღეს, როდესაც მე საბოლოოდ მივდივარ პოლიტიკიდან და ვტოვებ საჯარო სივრცეს, მინდა ქედი მოვიხარო ქართველი ხალხის წინაშე. მე ისინი არასოდეს დამიყვია ჩემს მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, რადგან მჯერა, რომ ჩვენი სამშობლო გაცილებით დიდი ღირებულებაა, ვიდრე თუნდაც დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები“, - წერს ივანიშვილი.

მოკლედ, როგორც მოვიდა - ღია წერილით 2011 წელს, ისე მიდის 2021 წელსაც პოლიტიკიდან - კვლავ ღია წერილით.

მანამდე ერთხელ უკვე წავიდა, მაგრამ მობრუნდა. არავინ იცის,  კვლავ შემობრუნდება თუ არა ღია მმართველობაში „ქართული ოცნების“ სკანდალური თავმჯდომარე, მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს მისი წასვლა მთლად ჩვეულებრივი მოვლენა და პირადი სურვილი არაა.

დიდი ალბათობით, დასავლურ დემოკრატიაზე აქცენტების გაკეთება და მმართველი პარტიის ოპოზიციაში გადასვლის „წინასწარმეტყველება“ მოასწავებს იმას, რომ  ქართულ პოლიტიკაში მილიარდერის ფაქტორის მოხსნა გადაწყდა არა -თბილისში, არამედ სწორედ - ამ დასავლეთში.

დასავლეთმა ოპოზიციას ველი „მოუსუფთავა“,  ჯერი მათზეა, შევლენ პარლამენტში, თუ  როგორც ივანიშვილი ამბობს, კვლავ „უტიფრებად“ დარჩებიან და უარს ეტყვიან არჩევნების შედეგებს, რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებისა არ იყოს - „უკვე ბევრჯერ და კარგად  ნანახი ფილმია“.  ეს ფილმი კი დასავლური სამყაროსთვის, რომელსაც მძიმე პანდემიის გარდა, ბევრი ცხელი წერტილი აქვს ევრაზიის კონტინენტზე: ბელორუსია,  უკრაინა, სირია, სამხრეთ კავკასიაშიც „აუფეთქა“ სიტუაცია თურქეთმა, რითაც ისარგებლა რუსეთმა და ყარაბაღში მე-4 სამხედრო ბაზა ჩააყენა.

ასეთ სიტუაციაში კი, როცა ვაშინგტონში, თავად კაპიტოლიუმში იჭრებიან  2020 წლის არჩევნებში დამარცხებული 45-ე პრეზიდენტ ტრამპის მომხრეები და ამ ინციდენტს 4 ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ბუნებრივია, საქართველოში არეულობისა და პარლამენტის ბოიკოტირებისთვის ნამდვილად არავის „ცხელა“ და არც აწყობს.

რადგან დასავლელი პარტნიორების მოწოდებებმა და შეგონებებმა აქაურ ოპოზიციაზე ვერ იმოქმედა, სიტუაციის განეიტრალების სქემაში მთავარი „სიურპრიზი“ სწორედ ამიტომ აღმოჩნდა  მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გაყვანა. ჯერი ოპოზიციაზეა, ვნახოთ, რა ნაბიჯით უპასუხებენ  „ოცნების“ ლიდერსა და დასავლეთს.

ამ ეტაპზე კი, ფაქტია, ივანიშვილმა კიდევ ერთი პენალტი დაურტყა ოპოზიციას, რომელმაც თავისი ბოიკოტით მიაღწია იმას, მმართველი ოლიგარქი გავიდა პოლიტიკური ველიდან და გაღარიბებულ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა თავიდან აირიდა.

რუსა მუმლაძე