პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სოციალურ ქსელებზე უარს ამბობენ
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სოციალურ ქსელებზე უარს ამბობენ

A+ A-

12:21 12/01/2021

ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ მეგან მარკლმა საბოლოოდ გადაწყვიტეს Twitter-ისFacebook-ისა და Instagram-ის გამოყენებაზე უარი თქვან. ამის შესახებ გამოცემა The Times-ი იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი სოციალურ ქსელებს არც საკუთარი ფონდის, Archewell Foundation-ის საქმიანობისთვის გამოიყენებს.

ჰარის და მეგანს ინსტაგრამზე 10,4 მილიონი გამომწერი ჰყავდათ, თუმცა 2020 წლის მარტიდან დღემდე მათ გვერდზე @sussexroyal ახალი კონტენტი აღარ გამოქვეყნებულა.

როგორც The Times-ი წერს, წყვილი შეშფოთებულია სიძულვილის ენით, რომელსაც სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად აწყდება და რაზეც საჯაროდ არაერთხელ განაცხადეს.