მამის მკვლელობაში ბრალდებულ კობა წურწუმიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
მამის მკვლელობაში ბრალდებულ კობა წურწუმიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

A+ A-

13:03 12/01/2021

მამის მკვლელობაში ბრალდებულ 35 წლის კობა წურწუმიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

გამოძიება კობა წურწუმიას სს კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას ედავება, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გამოძიების ვერსიით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში ახალგაზრდა კაცმა 62 წლის მამა ცივი იარაღით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა და შემდგომ თვითდაზიანება მიიყენა.

ბრალდებულს ქირურგიული ოპერაცია ქუთაისის საავადმყოფოში ჩაუტარდა.