კობახიძის გამო, ხუხაშვილი ივანიშვილის წინაშე პასუხისმგებლობას იხსნის - წავა თუ არა ექსპერტი პოლიტიკაში?
კობახიძის გამო, ხუხაშვილი ივანიშვილის წინაშე პასუხისმგებლობას იხსნის - წავა თუ არა ექსპერტი პოლიტიკაში?

A+ A-

13:42 12/01/2021

ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის დანიშვნა არის აბსურდი და სახელმწიფოებრივი რისკების სერიოზული ფაქტორი. ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს.

ხუხაშვილი, ამ ტრაგი-კომიკური სცენარის აღკვეთის საზოგადოებრივი ვალდებულებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ ექსთავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ კრიტიკის თვითშეზღუდვას, როგორც მისი ყოფილი მრჩეველი, სრულად იხსნის.

"მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, მქონდა პიროვნული ვალდებულება, არ მიმეღო მონაწილეობა მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროექტში. კობახიძე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის აბსურდი და მაღალი სახელმწიფოებრივი რისკების სერიოზული ფაქტორი. შესაბამისად, ერთის მხრივ პირადი ვალდებულება ძალას კარგავს და მეორეს მხრივ ჩნდება ამ ტრაგი-კომიკური სცენარის აღკვეთის საზოგადოებრივი ვალდებულება. ეს მოცემულობა განაპირობებს ჩემს შემდგომ ნაბიჯებს", - წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტი ბიძინა ივანიშვილმა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა, ცნობილი გახდა, რომ მის თანამდებობას აღმასრულებელი მდივანი და საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაიკავებს. პარტიის თავმჯდომარედ კობახიძეს, ოფიციალურად, "ქართული ოცნების" ყრილობაზე, 16 იანვარს დაამტკიცებენ.