ანგელა მერკელი მიდის
ანგელა მერკელი მიდის

A+ A-

116

14:31 30/10/2018

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პოლიტიკიდან მიდის.

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერმა ანგელა მერკელმა თანაპარტიელებს გამოუცხადა, რომ ის კანცლერის თანამდებობის ვადის ამოწურვის შემდეგ  - 2021 წელს, არც აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩენას აპირებს და არც პარლამენტის წევრობას.

ანგელა მერკელი არის გერმანიის პირველი ქალი-კანცლერი 2005 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე. 2000 წლიდან არის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე.

კანცლერის განცხადება მოჰყვა ბოლო კვირების რეგიონულ არჩევნებში მისი პარტიის მაჩვენებლების მკვეთრად გაუარესებას.