საზოგადოება იმდენად მომწიფდა, რომ ქარაქუცა პარტიებით"ქართულ ოცნებას" აღარ ჩაანაცვლებს - ივანიშვილი
საზოგადოება იმდენად მომწიფდა, რომ ქარაქუცა პარტიებით"ქართულ ოცნებას" აღარ ჩაანაცვლებს - ივანიშვილი

A+ A-

23:26 12/01/2021

ქართული საზოგადოება იმდენად მომწიფდა, რომ ქარაქუცა პარტიებით"ქართულ ოცნებას" აღარ ჩაანაცვლებს . ამის შესახებ მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, ხალხი დაბრძენდა და დრო აჩვენებს, რომ პოლიტიკურ ველზე უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ძალა გაჩნდება.

"ჩემი აზრით, იმდენად მომწიფდა ქართული საზოგადოება, იმდენი გამოცდილება მიიღო და იმდენად დაბრძენდა, რომ უკაცრავად და ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს "ქართულ ოცნებას". დღევანდელი ოპოზიცია ნახეთ აბა, თუ იცით რა უნდათ? ერთადერთი უნდა ქართულ ოცნებას ფეხები მოატეხონ, ამ დაუსაბუთებელი კრიტიკის იქით, უარგუმენტო... ოპონენტმა უნდა გაგაკრიტიკოს, ეს ამისთვისაა. შენ თუ ხარ ძლიერი, ამ კრიტიკას იყენებ საშენოდ და ასწორებ. ოპოზიციას აქვს უდიდესი როლი. თუ ეს როლი სრულად არ შესრულდა, ვერც პარტია განვითარდება და ქვეყანასაც დააკლდება.

რა თქმა უნდა, დრო თავისას იზამს, უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ძალა გაჩნდება და ამას აჩვენებს საზოგადოებას, რომ უფრო კარგად და დალაგებულად, გააზრებულად შეუძლია ქვეყანა სწორი მიმართულებით ატაროს. ასეთი ოპოზიციაა სანატრელი, "ქართული ოცნება" რომ ოპოზიციაში იქნება ასეთივე მეთოდოლოგიით, ასეთივე განწყობით, როგორიც დღეს აქვს, რომ მოემსახუროს საკუთარ ხალხს, ეს იქნება ყველაზე დიდი ბედნიერება. ღმერთმა მომასწროს და მოვესწრები რა თქმა უნდა, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს ქართული ოცნება", - განაცხადა ივანიშვილმა.