კალაძე-კობახიძე გახარიას წინააღმდეგ - დაიწყება თუ არა კომპრომატების ომი "ქართულ ოცნებაში"?!
კალაძე-კობახიძე გახარიას წინააღმდეგ - დაიწყება თუ არა კომპრომატების ომი "ქართულ ოცნებაში"?!

A+ A-

11:09 13/01/2021

საქართველოს პრემიერ მინისტრად, კახა კალაძის გარდა, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაც განიხილებოდა. ამის შესახებ პარტია "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს. მისივე თქმით, კობახიძე-კალაძის გუნდს გიორგი გახარიას მოშორება სურთ. ამიტომაც შესაძლოა, კომპრომატების ომიც დაიწყო. ჭიჭინაძის განცხადებით, პრემიერ გიორგი გახარიას შეცვლა გაზაფხულამდე მოხდება.

"მარტო კალაძის არა, პრემიერეად თალაკვაძის კანდიდატურაც განიხილებოდა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ:

პირველი - კალაძეს პოლიტიკური განათლება არ ყოფნის, მარტო პიარით კი, ქვეყანას ვერ მართავ. მითუმეტეს, რომ ივანიშვილის პირობებშიც, 2020 წლის არჩევნებზე დედაქალაქი პირწმინდად წააგო. თუმცა კალაძეს მართლა ჰყავს თავი გუნდი და აქვს ამბიცია.

მეორე - გახარიას არც გუნდი ჰყავს და ახლა უკვე აღარც ბიძინა და მათ ხელშია დარჩენილი, ვინც პარლამენტშიც და ფინანსურ დაჯგუფებებშიც ძალაუფლებას ფლობს. თუმცა, თუ სითამამე ეყოფა და 5-6 მინისტრის გამოცვლას მოახერხებს, მისი ჩაჩოჩება უკვე ძნელი იქნება.

მესამე - კობახიძე, ანუ ბრეჟნევი, რომელიც რომ მიუშვა, ყველა თანამდებობას შეითავსებს, პარტიის თავმჯდომარისაც, პარლამენტისაც და პრემიერობასაც. კობახიძე - მსახური, ვისშიც ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ტელეფონს არასოდეს გაუთიშავს, რაც კვირიკაშვილმა „გაუბედა“. სამაგიეროდ, მე გავუთიშავო, დაგვპირდა თავად.

მეოთხე - და დანარჩენები... ვინც საქვეყნო საქმის კეთება არა, სამაგიეროდ გადასარევად იცის საკუთარი ჯიბის მსახურება და ბელადის ( დროს და პარტიას რა მნიშვნელობა აქვს) მონური მორჩილება. აი ეს არის ის ე.წ. გუნდი, რომელიც ივანიშვილმა დატოვა. მოკლედ, ქვეყანა, ხალხია ცოდო, თორემ ძალიან "საინტერესო" პერიოდში შევდივართ... გველოდება საშინელი კრიზისი და პარალელურად: პრემიერის შეცვლა გაზაფხულს არ გადასცდება.

ხოლო რადგან კალაძე-კობახიძის პირველი ამოცანა, სწორედ გახარიას გაშვებაა, ამიტომ არ არის გამორიცხული კომპრომატების ომი დაიწყოს. ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ და მისი ამომრჩეველი კი ისე გაწირა, რომ პარტიას კობახიძის სახით მესაფლავე დაუნიშნა. რასაც კობახიძე მართლა გადასარევად შეასრულებს. თავად ივანიშვილი, მთავარი გამშველებელი, მართლა ვეღარ იქნება, რადგან პოლიტიკიდან კონკრეტული ორი გარანტიის მიღების შემდეგ გავიდა, უფრო ზუსტად კი - გაიყვანეს", - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.